A Quiet Place ასე ჰქვია Paramount Pictures-ის ახალ ჰორორს, სადაც მთავარ როლებს ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი და მილისენტ საიმონდსი ასრულებენ. გარდა ამისა, კიუსაკი ფილმის რეჟისორიც არის.

ფილმის სიუჟეტი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ერთი მთავარი წესი აქვთ - ისინი მუდმივად ჩუმად უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავს დიდი უბედურება დაატყდება. სწორედ ამის გამო ისინი ერთმანეთთან ჟესტების ენით კონტაქტობენ და სამაგიდო თამაშებსაც კი ნაქსოვი ბარათებით თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მილისენტ საიმონდს რეალურ ცხოვრებაშიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

A Quiet Place ეკრანზე 2018 წლის 6 აპრილს ჩამოვა.