სექციაში ფრანგული კოლექცია წარმოდგენილია ის ფილმები და რეჟისორები, რომლებსაც ევროპული კინოს მოყვარულები კარგად იცნობენ. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია გამორჩეულ ხელწერა, შთამბეჭდავი ამბის ვიზუალური თხრობა და რა თქმა უნდა ფრანგულ იუმორი.

საფრანგეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ფრანგული კოლექცია კანის ნომინანტ ფილმებს, ახალი ევროპული კინოს ექვს გამორჩეულ ნამუშევარს გთავაზობთ.

120 დარტყმა წუთში (120 BMP, 2017)

1990-იანი წლების დასაწყისი. თითქმის ათ წლის შემდეგ, რაც შიდსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, Act Up-Paris-ის აქტივისტები გაორმაგებული ინტენსივობით გამოდიან ზოგადი ინდიფერენტულობის წინააღმდეგ. სხვადასხვა ხმაურიანი და ლამის თეატრალიზებული აქტივობებით შიდსის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. დოკუმენტურ სტილში გადაღებულ ფილმს The Hollywood Reporter-მა პოლიტიკის, ვნებისა და დანაკარგის დრამა უწოდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა გრან-პრისთან ერთად კიდევ ორი ჯილდო აიღო - ფიპრესი (კინოკრიტიკოსთა ასოციაცია) და ქვიარ პალმა (დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი, რომელიც ლგბტ თემატიკის ფილმებს აჯილდოებს). ფიპრესის დაჯილდოებაზე კრიტიკოსებმა ასე დაახასიათეს კამპილოს ფილმი - "ეს არის ფილმი სიყვარულზე. ფილმი სიცოცხლეზე. სიცოცხლეზე, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. ფილმი, როგორც იმედის ნაპერწკალი."

ისმაელის მოჩვენებები (Ismael's Ghosts, 2017)

ფილმი მოგვითხრობს დაქვრივებული რეჟისორის შესახებ, რომელიც ფილმის გადაღების შუა პროცესშია. მისი ფილმი დიპლომატზეა, რომლის პროტოტიპიც რეჟისორის ძმაა. ის სილვიასთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ჯერ კიდევ გლოვობს ყოფილ ცოლს, კარლოტას, რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა. მაგრამ უეცრად, კარლოტა მკვდრეთით აღდგება და ყოფილ ქმართან ბრუნდება.

ორმაგი საყვარელი (The Double Lover, 2017)

ქლოეს, თავისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. რამდენიმე თვის შემდეგ, ქლოე მასთან საცხოვრებლად გადადის, თუმცა მალევე ყველაფერი იცვლება.

ახალგაზრდა გოდარი (Redoubtable, 2017)

პარიზი, 1967 წელი. თავისი თაობის ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი ჟან-ლიუკ გოდარი ახალ ფილმს იღებს, მისი საყვარელი ქალის, 20 წლით მასზე უმცროსი ანა ვიაზემსკის მონაწილეობით. ბედნიერი და მიმზიდველი წყვილი ქორწინდება. მაგრამ ფილმზე რეაქცია ჟან-ლიუკს საკუთარი თავის ანალიზისკენ უბიძგებს. 1968 წლის მაისის მოვლენები გააძლიერებს ამ პროცესს და კრიზისი, რომელიც ჟან-ლიუკს თავს დაატყდება მნიშვნელოვნად შეცვლის მას.

შინაგანი მზე (Let the Sun Shine In, საფრანგეთი, 2017)

პარიზელი ხელოვანი იზაბელი მარტოხელა დედაა, რომელიც ნამდვილ სიყვარულს ეძებს. შინაგანი მზე ფრანგი რეჟისორის და სცენარისტის კლერ დენის ფილმია, რომელიც მან როლან ბარტის წიგნის შეყვარებულის დისკურსი: ფრაგმენტების მიხედვით გადაიღო. მწერალი ქრისტინ ანგო კი, დენისთან ერთად მუშაობდა სცენარზე.

მეანი ქალი (The Midwife, საფრანგეთი, ბელგია, 2017)

კლერი ნერვიული მეანი ქალია, რომელიც უმეგობრდება თავისი გარდაცვლილი მამის, საყვარელს - ბეატრისს. განსხვავებულობის მიუხედავად, ქალები საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მოულოდნელად ბეატრისი გაამხელს, რომ ის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული.

თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაიგეთ მეტი: