სექციაში "ქვეყანა ფოკუსში" თბილისის კინოფესტივალი წელს უნგრეთს უმასპინძლებს
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს უნგრეთია. სექციაში "ქვეყანა ფოკუსში" ბოლო წლებში გადაღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმია წარმოდგენილი.
უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და ნაციონალური კინოფონდის, საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანადგომით გამართულ ამ სექციაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა თვალი გადაავლოს უნგრულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და თავად შეაფასოს უახლესი უნგრული კინო. იქნება ეს უკვე აღიარებული რეჟისორების ნამუშევრები თუ გამორჩეულად დასამახსოვრებელი დებიუტები, ბერლინის, კანის თუ სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმები.
ფესტივალს რამოდენიმე სტუმარი ეწვევა უნგრეთიდან, მათ შორის ფილმ იუპიტერის მთვარის რეჟისორი კორნელ მუნდრუცო და მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძე.
მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი სექციაში ქვეყანა ფოკუსში წარმოგიდგენთ:
საიქიო (Afterlife, 2014)
მას შემდეგ, რაც ფილმის გმირს მოზესს, თავისი ახლადგარდაცვლილი მკაცრი მამის აჩრდილი ეცხადება, მშიშარა და მერყევი ახალგაზრდა კაცი იძულებულია, ყველაფერს თვითონ გაუმკლავდეს: მან ბოლოსდაბოლოს უნდა მოაგვაროს მამასთან ურთიერთობა.
მოქალაქე (The Citizen, 2016)
ფილმი თანამედროვე ბუდაპეშტში მცხოვრებ სამ ადამიანზე გვიყვება და მთელს აქცენტს, ამბავსა და მსახიობებზე აკეთებს. იუმორისტული ელემენტებით გაჯერებული დრამა სიყვარულსა და დევნილობაზე, ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე უყვება მაყურებელს.
იუპიტერის მთვარე (Jupiter‘s Moon, 2017)
შიშით შეპყრობილ და შოკში ჩავარდნილ დაჭრილ არიანს ახლა უკვე ჰაერში აწევა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. დევნილთა ბანაკში მოხვედრილი არიანი ცინიკოს ექიმ შტერნს გამოყავს იმ განზრახვით, რომ მისი უჩვეულო საიდუმლოს შესახებ მეტის შეტყობა შეძლოს. ბანაკიდან გამოქცეულებს დირექტორი - ლასლო დაედევნება. ისინი გარბიან თავშესაფრის და ფულის ძიებაში.
სუფთა გულით (Kills on Wheels, 2016)
სავარძელს მიჯაჭვული 20 წლის ზოლი, მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეგობარი და ყოფილი მეხანძრე, რომელიც, ასევე, სავარძელსაა მიჯაჭვული, მაფიას საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ, დაქირავებული მკვლელების ბანდის რანგში. მაგრამ, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, სინამდვილე ოდნავ უფრო პროზაულია...
ქარიშხლების მხარეში (Land of Storms, 2014)
საბოლჩი გერმანულ ფეხბურთის გუნდში ბერნარდთან ერთად თამაშობს. ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ და საუკეთესო, განუყრელი მეგობრები არიან. თუმცა, წაგებული მატჩი და უსიამოვნო სიტუაცია საბოლჩს ცხოვრების გადასინჯვისკენ და უნგრეთში დაბრუნებისკენ უბიძგებს.
იასამნისფერი ბილიკი (Lily Lane, 2016)
ფილმის გმირები რებეკა და მისი უმცროსი შვილი - დენი არიან. დედა-შვილს შორის ურთიერთობა სხვადასხვა ამბავთან და ფანტაზიასთანაა დაკავშირებული და მაყურებელს, ბოლომდე ჩართულს ტოვებს მისტიკურად მოყოლილ ამბავში.
ლიზა, მელაკუდა (Liza, the Fox-Fairy, 2015 )
იაპონურ ფოლკლორში ფერია მელაკუდები ბოროტი სულები არიან, რომლებიც მამაკაცებს კლავენ. 30 წლის მედდა ლიზა სიყვარულს ეძებს, მაგრამ მისი უიღბლო თაყვანისმცემლები პაემანის პირველსავე დღეს იღუპებიან. უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ლიზა ზრუნავს იაპონიის ყოფილი ელჩის ქვრივ მარტაზე. მაგრამ ერთხელაც, მის არყოფნაში მარტა იღუპება. ეჭვიანი ნათესავები კი ლიზას შესახებ პოლიციას აცნობებენ და სწორედ აქედან, ლიზასა და სერჟანტ ზოლტანის საინტერესო ურთიერთობა იწყება.
სულისა და სხეულის შესახებ (On Body and Soul, 2017)
კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ და ისევ ადარებენ საკუთარ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და ერთმანეთს, ნაზად ეტრფიან.
სოულის ვაჟი (Son of Saul, 2015)
სავლე აუსლენდერი ებრაელ ტყვეთა ჯგუფის, ზონდერკომანდოს უნგრელი წევრია, რომელიც ჩამოცილებულია ბანაკს და იძულებულია, ნაცისტებთან ერთად, მასშტაბური განადგურების პროცესში ჩაებას. ერთ-ერთ კრემატორიუმში მუშაობისას, ის ახალგაზრდა ბიჭის სხეულს აღმოაჩენს, რომელიც საკუთარ ვაჟს აგონებს. ის არჩევანის წინაშე დგება: მონაწილეობა მიიღოს პატიმრების მიერ დაგეგმილ საიდუმლო ამბოხში თუ ბავშვისთვის შესაფერისი ებრაული დაკრძალვა უზრუნველყოს.
1945 (2017)
1945 წლის აგვისტოს პაპანაქებაში სოფლის მცხოვრებლები ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკის შვილის ქორწილისთვის ემზადებიან. ამასობაში, ორი ორთოდოქსი ებრაელი ჩადის სოფლის მატარებლის სადგურზე, რომელთაც თან აქვთ იდუმალებით მოცული ყუთები, წარწერით: „სურნელები". სოფლის ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს კაცები შეიძლება სოფლიდან გაძევებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ფიქრობს, რომ ისინი წინაპრებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგეს.
გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, კინოფესტივალის ფარგლებში ნახავთ ოთხ უნგრულ მოკლემეტრაჟიან ფილმსაც.
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიგეთ მეტი:
- ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- ვორქშოფები, რომელთაც შეგიძლიათ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწროთ
- ქართული ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- 8 ფილმი, 8 ამბავი, გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნამუშევარი თბილისის კინოფესტივალზე
- თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ათი ფილმი
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები