ნატალი პორტმანი

21 Nov. 2017, 13:11

როდესაც ყველამ თავისი ისტორიების მოყოლა დაიწყო, ვიფიქრე: ვაუ, კარგია, რომ მე ეს არ დამმართნია. შემდეგ კი ვუთხარი ჩემს თავს: კარგი, ჩემზე არასდროს უძალადიათ, თუმცა დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლი ყოველთვის ვხდებოდი. ვფიქრობდი, ჩემს გონებაში კი უამრავი ფაქტი ამოტივტივდა და მივხვდი, რომ ჩემზე ძალადობის ასამდე ისტორია მახსენდება. ჩვენ ყველა გავმხდარვართ რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლი. მახსოვს ერთხელ, როგორ შემომთავაზა ერთ-ერთმა პროდიუსერმა მისი კერძო თვითმფრინავით მგზავრობა, როდესაც მივედი, ჩვენ მარტო აღმოვჩნდით, ბორტზე კი მხოლოდ ერთი საწოლი იყო გამზადებული. არაფერი გვქონია, რადგან მე ვუთხარი, რომ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. მან გაიგონა რაც ვუთხარი, მაგრამ ეს მაინც არ იყო ნორმალური, ხომ ხვდებით რისი თქმაც მსურს? შეშინებული ვიყავი, წარმოიდგინეთ ეს ისეთივე რამეა, როდესაც ღამე, საშიშ ქუჩაზე მარტო გიწევს გავლა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ გრძნობას ბიჭები გაიგებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. კროსვორდი: გამოიცანი სპორტის სახეობა სპორტსმენით
  2. ქვიზი: გამოიცანი შემსრულებელი სიმღერის სახელით
  3. მოისმინეთ: Nini Iris-მა ახალი სიმღერა გამოუშვა
  4. ეს ქვიზი გეტყვის, რომელი ბიზნესკურსი უნდა გაიარო
  5. ქართული ფილმი "იქ, სადაც სახლია" ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით

რა ხდება: აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქართული ოცნების ლიდერებმა დღესვე გაიწვიონ უკან რუსული…