Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სია გამოაქვეყნა.

სიის სათავეში მომღერალი ბიონსე მოქცა, რომელმაც $105 მილიონი გამოიმუშავა.

მეორე ადგილი ბრიტანელმა ადელმა დაიკავა $69 მილიონით.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ის მომღერალ ტეილორ სვიფტს ერგო, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მსმენელს და თავისი ახალი ალბომის წყალობით $44 მილიონი გამომიმუშვა.

აღსანიშნავია, რომ სვიფტის ახალი ალბომი გამოშვების პირველივე დღეს იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე წლის სხვა ალბომები მთელი კვირის განმავლობაში.

Reputation-მა გამოსვლიდან 4 დღეში 1,05 მილიონი ცალის გაყიდვით ახალი რეკორდი დაამყარა და იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე წლის რომელიმე სხვა ალბომი.

რაც შეეხება მომდევნო ადგილებს, მეოთხე ადგილს სელინ დიონი იკავებს $42 მილიონით, რომელიც ამ სიაში ყოველთვის ხვდება.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სიაში ასევე მოხვდნენ:

  • ჯენიფერ ლოპესი $38 მილიონი
  • დოლი პარტონი $37 მილიონი
  • რიანა $36 მილიონი
  • ბრიტნი სპირსი $34 მილიონი
  • ქეითი პერი $33 მილიონი
  • ბარბარა სტრეიზანდი $30 მილიონი