თბილისის მერია დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას იწყებს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს თბილისის საკრებულოდან ბიუჯეტის დოკუმენტის გამოთხოვა სთხოვა.

კალაძის თქმით, ცვლილებების შემდეგ ბიუჯეტში ის პრიორიტეტები იქნება ასახული, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების სახით იყო ნათქვამი.

გარდა ამისა, დღესვე, თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს სტრუქტურული რეორგანიზაცია დაავალა.

"ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მორგებული უწყება. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე," - თქვა მერმა.