ტესლამ ახალი მანქანა გამოუშვა - Roadster, რომელიც კომპანიის თავდაპირველი სპორტული მანქანის ახალი ვერსიაა. ილონ მასკის თქმით, ის ამ ტიპის მანქანებს შორის ყველაზე სწრაფია, რომელსაც შეუძლია 0-დან 60 მილი/საათი (~96 კმ/სთ) 1,9 წამში განავითაროს, ხოლო 100 მლ/სთ-ს (160 კმ/სთ) მიღწევა - 4,2 წამში. Roadster 400 მეტრს (მეოთხედი მილის) 8,9 წამში გადის.

„ეს საბაზისო მოდელია“, განაცხადა მასკმა და შემდეგ ისიც ახსენა, რომ მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ია! მისი 200 კვ.სთ-იანი ელემენტით კი ათასი კილომეტრის გავლა შეგეძლებათ. ის ოთხადგილიანი მანქანა იქნება.

ტესლას Roadster-ის გაყიდვა 2020 წელს დაიწყება და საწყისი ფასი $200 ათასი იქნება.

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ტესლამ, Roadster-თან ერთად, ახალი სატვირთო მანქანაც დააანონსა. Semi-ს ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია. ტესლას თქმით, ეს მანქანა 2019 წლიდან გაიყიდება. სრულად დატვირთული (36,2 ტონა ტვირთით) Semi 0-დან 60 მილი/საათი სიჩქარემდე 20 წამში აჩქარდება. ის ერთ მილზე 2-ზე ნაკლებ კვ.სთ ენერგიას მოიხმარს.

Semi-თ მასკი მომთხოვნ ბაზარზე შედის. მხოლოდ ამერიკაში დაახლოებით 3,5 მილიონი სატვირთოს მძღოლია, რომელთა ძალიან დიდი უმრავლესობა დიზელზე მომუშავე ძრავებით გადაადგილდება. სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ტესლა შეძლებს მძლავრი ბატარეების დამზადებას მისაღებ ფასად.

„300 მილის გამვლელი ბატარეის სისტემის შექმნა $200 ათასი ღირს, რომელიც ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე დიზელზე მომუშავე სატვირთო. საშუალოდ, მისი ღირებულება $120 ათასია, მთლიანი მანქანის...“, ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი.

ვნახოთ, რა იქნება.

Roadster-ის ფოტოების შემდეგ, იხილეთ მომავლის სატვირთო - Semi:

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla

ფოტო: Tesla