თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები დაამტკიცა. საკრებულომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები არიან:

  • იურიდიულ საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე;
  • საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე;
  • ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - გიორგი ბაგრატიონი;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების - გელა ჩივიაშვილი;
  • კულტურის საქალაქო სამსახური - სოფიო ხუნწარია;
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - ირაკლი გვილავა;
  • ტრანსპორტის საქალაქო სამსახური - მამუკა მუმლაძე;
  • ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
  • შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა;
  • კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური - გივი კუბლაშვილი;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნუგზარ ჭონქაძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ანდრია ბასილაია.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 15 ნოემბერს წარუდგინა.