საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა შეაფასოს. მისივე თქმით, პარლამენტარ შოთა შალელაშვილის კრიტიკა წულუკიანის მიმართ კორექტული არ იყო:

"როდესაც საუბარია გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარეთ განცხადებები".

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია. მან ომბუდსმენის საქმიანობა ე.წ. ციანიდის საქმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შეაფასა.

საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, შოთა შალელაშვილის თქმით, "ასეთი უპასუხისმგებლო" განცხადება ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს გაუკეთებია.