ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 18 ნოემბრისთვის ლარი დოლართან 2,29 თეთრით, ევროსთან კი 3,4 თეთრით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით ხვალ, 18 ნოემბერს, 1 ევრო 3,2176 ლარი ეღირება, 1 დოლარი კი - 2,7268 ლარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ლართან დაკავშირებით პროგნოზებისგან კვლავ თავს იკავებს. თუმცა აღნიშნავს, რომ იანვრის დასაწყისიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას ელოდებიან.

მანამდე, 15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ლარს ე.წ. მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და ამ მიზეზით, დამახასიათებელია ცვალებადობა. მისი თქმით, ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას პოზიტიურია.