ევროკავშირს სურს, რომ ბრიტანეთმა რაც შეიძლება მალე დატოვოს გაერთიანება. ამის შესახებ EU-ს ერთ-ერთი ლიდერმა განაცხადა. მისი თქმით დევიდ კემერონის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ Brexit-ზე მოლაპარაკებები ახალმა პრემიერმა დაიწყოს პროცესს შეანელებს.

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა The Guardian-ს უთხრა, რომ EU-ს ადვოკატები ცდილობენ გაარკვიონ შესაძლებელია, თუ არა, რომ გაერთიანების დატოვების გამოუცდელი პროცედურა დაჩქარდეს.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. უნდა გავითვალისწინოთ მათ ცალმხრივი განცხადება ოქტომბრამდე დაცდის თაობაზე, თუმცა ეს არ უნდა იყოს საბოლოო სიტყვა“ - ამბობს შულცი.

შულცის კომენტარი ნაწილობრივ გავდა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კოლ იუნკერის განცხადებას. მისი თქმით არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებაზე მოლაპარაკებები ოქტომბრამდე გადაიდოს.

„გუშინ, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ევროკავშირის დატოვება სურთ, ამიტომ პროცესის პირობებზე მოლაპარაკებების ოქტომბრამდე გადადებას აზრი არ აქვს. დაუყოვნებლივ ვისურვებდი დაწყებას“ - ამბობს იუნკერი გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში.

შულცმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპული საბჭოსა და კომისიის პრეზიდენტებმა საერთო განცხადება გააკეთეს. ტუსკის, იუნკერისა და რუთის თქმით, EU მოელის, რომ ბრიტანეთი იმოქმედებს „რაც შეიძლება მალე, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს პროცესი“. და რომ შესაძლოა „მოლაპარაკებები არ შედგეს“.

შულცმა თქვა, რომ ის ანგელა მერკელთანაც ისაუბრებს იმის თაობაზე, „თუ როგორ აიცილონ თავიდან ჯაჭვური რეაქცია“ ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან.

თეორიულად, გაერთიანებული სამეფო იტოვებს წევრობის გადაწყვეტილების მიღების პრივილეგიას. რეალურად კი ძალიან მალე გამოეცლება ძალა და ბრიტანელი დიპლომატები შესაძლოა მარგინალიზებულნი იყვნენ ბრიუსელის საბჭოებში.

დიდი ბრიტანეთი რამდენიმე მიმართულებით ვეტოს უფლებას შეინარჩუნებს, მაგალითად გადასახადებსა და საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა დიპლომატები ამბობენ, რომ EU-ს სხვა გადაწყვეტილებებზე, მაგალითად ეკომონიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ბრიტანეთის ხმა ნაკლებად გათვალისწინებული იქნება.