ვარსკვლავური ომების ახალ ნაწილში - Star Wars: The Last Jedi, ბრიტანეთის პრინცებს – უილიამსა და ჰარის ვიხილავთ.

ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრები აღნიშნული ფილმის გადასაღებ მოედანს ეწვივნენ.

როგორც The Hollywood Reporter-ის წყარო ამბობეს, უილიამისა და ჰარის გარდა ფილმში შტორმტრუპერის როლში ტომ ჰარდისაც ვიხილავთ, მეტიც სამივე მათგანი ერთსა და იმავე სცენაში მონაწილეობენ.

ორ წლიანი შესვენების შემდეგ ლეგენდარული ვარსკვლავური ომები ეკრანს უბრუნდება.

ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი ახალი ტრილოგიის ნაწილია და ის რეჟისორმა რაინ ჯონსონმა გადაიღო. ფილმი 2015 წელს გადაღებული, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების, გაგრძელებაა.

ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 2017 წლის 15 დეკემბერს გამოვა.