რეჟისორი კვენტინ ტარანტონო ჩარლზ მენსონის შესახებ ფილმი გადაიღებას აპირებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, კინოსურათი არა მენსონის, არამედ მთლიანად 1969 წლის შესახებ იქნება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

ფილმის დაანონსების შემდეგ, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი და ბრედ პიტი შეასრულებენ, ამბობენ იმასაც, რომ რეჟისორს ამავე ფილმში სამუელ ელ ჯექსონმის ხილვაც სურს.

გარდა ამისა, ტარანტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, რომ სურს შერონ ტეიტის როლი მარგო რობიმ შეასრულოს.

რეჟისორმა მოლაპარაკებები ბრედ პიტთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან უკვე დაიწყო, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთ როლზე ის ტომ კრუზსაც განიცილავს.

გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის საქმე გახმაურდა, ტარანტინოს ახალი კინოკომპანიის მოძებნა მოუწევს, რომელიც მის ფილმზე იმუშვებს. როგორც ამბობენ რეჟისორთან მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე Miramax-სთან, Heyday Films-თან და Warner Bros-თან აწარმოებს, თუმცა მათგან ჯერ საბოლოო პასუხი არ მიუღია.