კანადელი რეპერი, დრეიკი, დღეიდან შეგვიძლია ფემინისტად მოვიხსენიოთ. ავსტრალიაში გამართული კონცერტის დროს, ის სექსუალური შევიწროებისგან ქალების დამცველად მოგვევლინა.

სიდნეის ღამის კლუბში გამართული კონცერტისას, დრეიკმა გარეპვა შეწყვიტა და ფანებში მყოფ კაცს მიმართა, რომ ქალებზე არასასურველად შეხებას მორჩენილიყო.

"თუ არ მოეშვები გოგოებზე შეხებას, ჩამოვალ და გაგძუყნი" - დაუყვირა მან.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.

დრეიკმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ, ის უკვე წლებია თავისი მომავალი ცოლისთვის ბირკინის ჩანთებს აგროვებს.