ლონდონში მსოფლიო რაგბის საბჭოს ფარული კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება. საფრანგეთთან ერთად რაგბის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოდნენ სამხრეთ აფრიკა და ირლანდია. გამარჯვებული ქვეყანა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ ბილ ბომონტმა გამოაცხადა.