ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი გამოშვების პირველივე დღეს იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე წლის სხვა ალბომები მთელი კვირის განმავლობაში.

თუმცა ამერიკაში Reputation-მა გამოსვლიდან 4 დღეში 1,05 მილიონი ცალის გაყიდვით ახალი რეკორდი დაამყარა და იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე წლის რომელიმე სხვა ალბომი.

აქამდე 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი ბრიტანელი მომღერლის, ედ შირანის, Divide იყო. სვიფტის ალბომში შირანთან და The Future-სთან ერთად ჩაწერილი End Game-ც შედის.

სვიფტის ექვსი ალბომიდან Reputation მეოთხეა, რომელმაც გამოსვლიდან ერთ კვირაში მილონზე მეტ გაყიდვას გადააჭარბა, თუმცა მას ადელის რეკორდი არ მოუხსნია - ბრიტანელმა მუსიკოსის ბოლო ალბომი, 25, გამოსვლიდან 4 დღეში 2,43 მილიონი ცალი გაყიდა.