ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ქართული საზოგადოება მათ მოძრაობას არ იმსახურებს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო, ქართული მარშის დაშლასთან დაკავშირებით ის მოძრაობის წევრების შეხვედრაზე დააყენებს. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.

"ქართული საზოგადოება, ჩემდა სამწუხაროდ, იმსახურებს რესპუბლიკურ პარტიას, სოროსის ფონდს, ნაციონალურ მოძრაობასა და ბოკერიას პარტიას [ევროპული საქართველო]. როგორც მე ვხედავ, არ იმსახურებს ქართულ მარშს და მის თავგანწირულ ბრძოლას... ამ ადამიანებს სურთ, რომ სხვისი ხელით იქნას გამარჯვება მოპოვებული და ასე არ ხდება ხოლმე", - განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე - "დაუფასდათ" თუ არა მათ ის, რის გამოც იბრძოდნენ - სანდრო ბრეგაძე ასე პასუხობს:

"მე დაფასებისთვის არ ვშრომბდი და აქედან გამომიდნარე არაადეკვატურია ეს კითხვა".

ქართული მარში ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების მატარეველი ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ. სწორად ამ ფორმულირებით მოხსენიების გამო სანდრო ბრეგაძემ On.ge-ს თავდაპირველად კომენტარზე უარი უთხრა.