ყველა ადამიანში გასაოცარი რეფლექსები ცხოვრობს, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იჩენენ თავს და როგორც არ უნდა მოვინდომოთ, მათ ჩვეულებრივ სიტუაციებში ვეღარ გავიმეორებთ.

გასულ წელს მამა და მისი შვილი კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნულ პარკში ფოტოს გადასაღებად ემზადებოდნენ, როდესაც ხიდის ნაპირთან მდგომი პატარა გოგო წაბორძიკდა.

საბედნიეროდ, ამ გასაოცარმა რეფლექსმა სწორედ ამ დროს იჩინა თავი და მამამ თავისი პატარა გოგო გადავარდნისგან იხსნა.

ვიდეოს ბოლოს ჩანს, რომ პატარა სულაც არაა შეშინებული და პირიქით, დედის და მამის რეაქციით აღტაცებულიც კია.