Boston Dynamics რობოტების მწარმოებელი ცნობილი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მანქანებს რამდენიმე წელია აწარმოებს. მათი რობოტები ხშირად სასაცილოები, მოუხერხებლები და ტლანქები იყო, მაგრამ ახალ ვიდეოში, რომელშიც SporMini ანუ რობო-ძაღლი ჩანს, ვხედავთ, რომ კომპანიამ თავისი პროდუქტი დახვეწა.

როგორც ხედავთ, ახალი SpotMini უზადოდ მოძრაობს, მან კამერაც კი ამოიცნო.

Coming Soon ვკითხულობთ ვიდეოს ბოლოს, თუმცა უცნობია რას გულისხმობენ ვიდეოს ავტორები ამ ფრაზაში, რობოტის დიდ პრეზენტაციას, რომელზეც მისი შესაძლებლობების შესახებ გავიგებთ თუ მის საცალო გაყიდვებში ჩაშვებას.