ეროვნული ბანკის 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან მიმართებით 5,33 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 3,1437 ლარი გახდა.

რაც შეეხება დოლარს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ახალი კურსით 1 დოლარის ღირებულება 2,68 ლარია, ცვლილებამ კი 2,92 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ევროსა და დოლარის გარდა, ლარი კიდევ 40 ვალუტასთან გაუფასურდა.