საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოსაპოვებლად დამატებითი ბერკეტი ჩნდება. კანონპროექტში მაუწყებლის დაფინანსების საკითხის ცვლილებაზეა საუბარი.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კრიტიკულად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს, დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული მექანიზმის გაუქმება. არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლების ხელში მაუწყებლისთვის ბიუჯეტის დამტკიცება/არ დამტკიცებით დამატებითი ბერკეტი გაჩნდება მასზე ზემოქმედებისა და გავლენის მოსაპოვებლად", - მიაჩნიათ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველში.

კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, მოქმედი რედაქციით კი, მაუწყებლის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტია.