ავსტრალიის საიუველირო კომპანიამ ელიტური წრის წარმომადგენელი უფროსებისთვის სექს-შოპი Fornicari გახსნა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექს-სათამაშო იყიდება. ეს ვიბრატორი, სახელად Pearl Royale [სამეფო მარგალიტი] 1,3 მლნ დოლარი ღირს.

თეთრი ოქროთი შექმნილი სათამაშო ვარდისფერი და თეთრი ალმასებითაა მორთული, მასზე ასევე დატანილია ლურჯი საფირონის ქვები და სამხრეთის ოკეანის ზღვების მარგალიტები.

ლეგენდის მიხედვით, ეკატერინე მეორეს, რომელიც რუსეთის იმპერიას თითქმის 35 წლის განმავლობაში მართავდა, სპეციალური ეროტიკული ოთახი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ სამეფო მარგალიტი ამ ლეგენდის ნაწილი აუცილებლად გახდებოდა.

მოწყობილობის თავზე განთავსებულ მარგალიტს სამაგრის ფუნქცია აქვს, რისი საშუალებითაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვიბრატორის ყელსაბამზე ჩამოკიდება შეიძლება.

გავრცელებულ პრეს-რელიზში, Fornicari თავის კლიენტებს ჰპირდება, რომ თუ ისინი "ნამდვილ განძს" ვერ იპოვიან, ისინი მათთვის ასეთს შექმნიან.