შუახმელეთის ლეგენდის ნახვა სულ მალე სერიალის სახით შეგეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა Amazon-მა და თქვა, რომ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზი ვერსიის გადაღების უფლებები მოიპოვა.

"ბეჭდების მბრძანებელი - კულტურული ფენომენია, რომელიც წიგნებისა და ფილმების გულშემატკივრებს შეუდარებელ სამყაროში აცხოვრებს. მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავი ნაწარმოების ახალ ვერსიაზე ვიმუშავებთ და გულშემატკივრებს მის სატელევიზიო ვერსიას შევთავაზებთ", - ამბობს Amazon-ის წარმომადგენელმა შერონ ტალ იგუადო.

როგორც ცნობილია, კომპანია რამდენიმე სეზონის გადაღებას გეგმავს.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ამაზონმა ეს გადაწყვეტილება HBO-ს საკულტო სერიალის, სამეფო კარის თამაშების წარამტების შემდეგ მიიღო და ფიქრობენ, რომ ბეჭდების მბრძანებელი, დიდი ალბათობით, მაყურებელს იმ დანაკლისს შეუვსებს, რომელიც GOT-ის დასრულების შემდეგ გაჩნდება.