შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ბრალდებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.