წელს საქართველოს ნიუ-იორკის საერთაშორისო ონლაინ ჯაზკონკურსზე MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ნუცი ნებიერიძის სექსტეტი წარმოადგენს.

ნუცი ნებიერიძემ სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტების გამართვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის კონსერვატორიის ჯაზ-ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 2016 წელს კი მისი დებიუტი ნიუ-იორკში შედგა. 2017 წელს ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა საავტორო მუსიკის საღამო კლუბ Birdland-ში გაიმართა, მოგვიანებით კი ეს პროექტი ნუციმ საქართველოშიც ჩამოიტანა. ამჟამად ნუცი ნიუ-იორკში სწავლობს და მოღვაწეობს.

2017 წელს კონკურსანტების ბედს გრემის არაერთგზის მფლობელი და ნომინანტი მუსიკოსები - რენდი ბრეკერი და მაიკ სტერნი გადაწყვეტენ.

ყოველწლიურად, მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად, ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გალა კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს, ნიუ-იორკში TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება.

ყველაზე მასშტაბურ ონლაინ ჯაზკონკურსში საქართველო პირველად შარშან ჩაერთო და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ახლა კი ჩვენი მხარდაჭერა ნუცი ნებიერიძის სექსტეტს სჭირდება. მისი საკონკურსო ვიდეო MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION-ის ვებ გვერდზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა.

რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.