ემინემმა თავისი მომავალი ალბომიდან ახალი სინგლი Walk on Water გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენი პლანეტის უდიდეს პოპ-ვარსკვლავთან, ბიონსესთან, ერთად ასრულებს.

როგორც ცნობილია, ემინემთან დუეტის ჩაწერაში ბიონსე ჯეი-ზიმ დაარწმუნა.

გუშინ, 12 ნოემბერს გამართულ MTV EMA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, ემინემმა ჰიპ-ჰოპში წლის საუკეთესო არტისტის ჯილდო მოიპოვა.

მან ახალი სიმღერა ამერიკელ მუსიკოს სკაილარ გრეისთან ერთად შეასრულა.

ემინემის ახალი ალბომი, Revival 17 ნოემბერს გამოვა.