ვორქშოფები, რომელთაც შეგიძლიათ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწროთ
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ვორქშოფს მსახიობებისთვის, რომელსაც გაუძღვება მსახიობი და ტრენერი ივან შვედოვი.
მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოთ მისამართზე: [email protected], 2017 წლის 20 ნოემბრის 18:00-მდე:
• მსახიობის მოკლე ბიოგრაფია/ფილმოგრაფია;
• 2 ფოტოსურათი;
• მსახიობის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ვიდეო მასალა არაუმეტეს სამი წუთის ხანგრძლივობის, სადაც მსახიობები წარადგენენ საკუთარ თავს;
• მონოლოგი, ტექსტი, რომელზეც იმუშავებენ ვორქშოფზე (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა).
დამატებითი მოთხოვნები:
• ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
• ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ მსახიობებს 18 წლის ასაკიდან.
დამატებითი ინფორმაცია:
• ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებს 10-15 მონაწილე, რომელსაც შეარჩევს სპეციალური კომისია;
• შერჩეული მონაწილეების სია გამოქვეყნდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა.
ამავდროულად, 5-7 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ანიმაციის ვორქშოფი, რომელსაც ფრანგი რეჟისორი კლოე მაზლო გაუძღვება.
ვორქშოფის განმავლობაში, მონაწილეები სხვადასხვა მედიის გამოყენებით ანიმაციური დღიურის შექმნაზე იმუშავებენ.
ვორქშოფი ამ შემთხვევაშიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით მათ, ვინც აუდიოვიზუალურ ხელოვნებასა და კინოშია ჩართული. მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
თუმცა, შეზღუდულია მონაწილეთა რაოდენობა. სპეციალური კომისიის მიერ მოხდება 20 მონაწილის არჩევა, რომელთა ვინაობაც, თბილისის კინოფესტივალის ვებ-გვერდზე, 24 ნოემბერს გახდება ცნობილი.
მონაწილეობის მსურველებმა მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected].
კიდევ ერთი ვორქშოფი, რომელიც თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობის დროს გაიმართება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტებს ეხება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ვოქრშოფი 5-7 დეკემბერს ჩატარდება და მას ბრიტანელი პროდიუსერი და ტრენერი კრისტიან რუთი გაუძღვება. სრულმეტრაჟიანი ფილმების ვორქშოფს კი, მარჯორი ბენდეკი, რომელიც 6-8 დეკემბერს გაიმართება.
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები