მართალია, თაგი ფუტურისტულ რობოტს არ ჰგავს და ბორბლებიან ყუთს უფრო მოგაგონებთ, მაგრამ ის ძალიან საჭირო და კარგად მომუშავე მანქანაა, რომელიც საავადმყოფოს პერსონალს ცხოვრებას უადვილებს.

თაგი საავადმყოფოებში, პალატიდან-პალატაში დადის და პაციენტებისთვის საჭმელი და წამლები დააქვს.

თაგი თვითმართული ავტომობილივით დადის, ის გარემოს ლაზერული სენსორებით აღიქვამს და დაბრკოლებებს თავს არიდებს. რობოტს ლიფტის გამოძახება და შესაბამისი სართულის მითითებაც შეუძლია.

თაგი მალე სასტუმროებშიც გამოჩნდება და სტუმრებსა და პერსონალს დაეხმარება.