რიზ უიზერსპუნი

13 Nov. 2017, 14:25

ჰოლივუდში ძალიან ბევრი რამ მომხდარა. ახლა ჩვენ საქმე გვაქვს სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებების მახინჯ და მანკიერ გამოვლინებებთან, ეს ყველაფერი კი ადამიანებისთვის საზარელი გასახსენებელია. ჩვენ მართლაც უნდა შევისწავლოთ ჩვენს ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა და მასში ცვლილებები შევიტანოთ, რადგან ეს დიდი პრობლემაა როგორც ქალი, ასევე კაცი მსახიობებისთვის, ეს არის ძალაუფლებასთან დაკავშირებული დიდი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჰოლივუდში ქალთა ლიდერობის შესახებ კრიტიკული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან თუ ქალი გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდას არ უზის, განსხვავებული მოსაზრებები ვერ გაჟღერდება. ქალები მსოფლიოში უმსხვილეს აუდიტორიას წარმოადგენენ და ჩვენ ისინი თავიანთი მრავალფეროვნებით უნდა აღვიქვათ. მსახიობობა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამ საქმეს ახალი მისიაც უნდა შევუთავსო, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სხვა ქალებისთვის და ფერადკანიანი ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნაზე ვიმუშაო, მათ საკუთარი ისტორიების ამოთქმაში დავეხმარო. უნდა წავახალისოთ რეჟისორები და პროდიუსერები, საქმიანობის ასპარეზი მეტად დაუთმონ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ქალებს და კინოში ქალის ხმის გაჟღერების შესაძლებლობისთვის იბრძოლონ, რადგან ჩვენი ნაამბობი უნდა შეიცვალოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოუსმინეთ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის შვილების ახალ სიმღერას
  2. ნახეთ "მარტოობის ასი წლის" მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი
  3. კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
  4. ქართული ფილმი "იქ, სადაც სახლია" ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
  5. ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა

მოკლედ: თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი…