წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა Wonder Woman იყო, რომელმაც საერთაშორისო გაქირავებებში $821 მილიონზე მეტი დააგროვა და ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმადაც ითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი წარმატებული აღმოჩნდა Warner Bros. Pictures და DC კინოსურათის მეორე ნაწილის გადაღებასაც გეგმავენ, რომელიც სავარაუდოდ 2019 წელს გამოვა და როგორც ამბობე ფილმში მოქმედება 1980-იან წლებში განვითარდეს, მთავარი პერსონაჟი კი ცივი ომის პერიოდში იმოგზაურებს და ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მიუხედავად დიდი გეგმებისა, შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩიყაროს და პროექტი არ შედგეს, რადგან მთვარი როლის შემსრულებელი გალ გადოტი როლზე უარს ამბობს.

მსახიობი ამბობს, რომ ის არ მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს, თუ პროექტში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული რეჟისორი ბრეტ რეტნერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი ბრეტ რატნერი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობებმა ოლივია მუნმა და ნატაშა ჰენსტრიჯმა დაადანაშაულეს.

ამ ბრალდების გამო თქვა უარი მთავარ როლზე ჯარედ ლეტომაც, რომელსაც ჰიუ ჰეფნერის შესახებ ფილმში მთვარი როლი უნდა შეესრულებინა.