საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრის თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, განათლების მინისტრის თანამდებობას კი - მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე არის.

გარდა ამისა, გაუქმდა ოთხი სამინისტრო. გაუქმებულ სამინისტროებს შორის მოხვდა:

  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტრო გაერთიანდა;
  • ევროპულ და ევროინტეგრაციის სამინისტრო.