ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 109 119 ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 33,24 პროცენტია.

ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში 56,7% დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ქუთაისში - 17,98%.

ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა.