რუსეთში მესამე კვარტალში გაბანკროტებული კომპანიების რიცხვი გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.

რუსული მედიის РБК ცნობით, ამ პერიოდში გაკოტრებულად 3 227 კომპანია დასახელდა, რაც 3 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2,1 პროცენტით ჩამორჩება 2009 წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს.

ყველაზე მეტი კომპანია სამშენებლო სფეროში გაკოტრდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობის, საკვების ინდუსტრიაში და მანქანათმშენებლობის სფეროში გაბანკროტებული კომპანიების რიცხვი.

"პრობლემა იმაშია, რომ ბევრ კომპანიას რომლებიც 2015 წელს გაკოტრებას გადაურჩნენ, სიმყარის მარაგი გამოელიათ. ექსპორტიორებს თავის დაცვა სუსტი კურსით შეეძლოთ, თუმცა ორი წლის განმავლობაში ეს ფაქტორი უკვე აღარ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას", - ამბობს მაკროანალიტიკოსი სტანისლავ მურაშოვი.