On.ge-ს წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრები, ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობებს ტოვებენ. განათლების მინისტრად კი, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარიას კანდიდატურა მოიაზრება.

მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია. On.ge-მ სცადა ამ უწყებებში გადაემოწმებინა ინფორმაცია, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გარდა ამისა, On.ge-ს 11 ნოემბერს ორმა დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოთხი სამინისტროს გაუქმებაა გადაწყვეტილი. ეს სამინისტროებია:

  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო.