რას იტყვოდით თუ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჰელენ მირენი შეასრულებდა? თავად მირენი ამ იდეით აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ტრამპის როლს.

"ძალიან სასაცილო ვიქნებოდი ტრამპის როლში, მომწონს ეს იდეა. რაღაც მხრივ ის შექსპირის პერსონაჟბსაც კი ჰგავს. ის ძალიან უჩვეულო გმირია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი", - ამბობს მირენი.

კითხვაზე, თუ როგორ დაიწყებდა ტრამპის პერსონაჟის სათამაშოდ მზადებას, მირენი პასუხობს:

"როდესაც მე ვთამაშობ დედებს, დედოფალს ან რომელიმე სხვა პერსონაჟს, ყოველთვის მათი წარსულის შესწავლას ვიწყებ, ასე იქნებოდა ამ შემთხვევაშიც. ამერიკის ახალი პრეზიდენტის წარსულზე თითქმის არაფერი ვიცი და პირველი რასაც გავაკეთებდი, სწორედ მისი ბავშვობის შსწავლა იქნებოდა, რადგან მგონია, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია"

რაც შეეხება მირენის მომდევნო ფილმს, 2018 წლის 23 თებერვალს ეკრანზე საშინელებათა ჟანრის ფილმი Winchester გამოვა.