ევროკომისიის ანგარიში: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ინტენსიური გახდა
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რაც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
"ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს იმ ძლიერ პარტნიორობაში, რაც დღითიდღე ღრმავდება და რასაც ბევრი სარგებელი მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. გასული წლის მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. შეიქნა სავაჭრო ურთიერთობების მეტი შესაძლებლობა. დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში. ევროკავშირი აგრძელებს მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს სამუშაო, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების ერთგული რჩება", - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის ეს განცხადება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
უვიზო მიმოსვლა
ევროკომისიის ანგარიშში სავიზო ლიბერალიზაციის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.
"ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა", - აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება
დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში.
ევროპოლთან თანამშრომლობა
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA)
ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ შეფასებულია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.
დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით. საუბარია განახლებულ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ნოემბრის თვეში უნდა მიიღონ.
2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30 პროცენტიანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი და იმპორტის 31%-იანი წილით).
"ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოს დაშვება ადგილწარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ახალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური გარემო და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, მაკროეკონომიკური კლიმატი საქართველოში მდგრადია.
ჯანდაცვა
ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის და შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობა
ევროკომისიის მიერ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასების ანგარიშში საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს:
"საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე. 2017 წლის წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვეში დასრულების სტადიაში იყო, მიმართულია უმთავრეს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა ადამიანური კაპიტალისა და უნარ-ჩვევების განვითარება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ბიზნესის დახვეწის გაძლიერება".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები