Tiffany & Co.-ის კლიენტებს უკვე შეუძლიათ საკუთარი შინაგანი ოდრი ჰეპბერნი გააცოცხლონ და მანჰეტენის მეხუთე ავენიუზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში ისაუზმონ. მეტი რეალურობისთვის კი, ყავის სმის პარალელურად ჰენრი მანჩინის მოუსმინონ.

დღეს, 10 ნოემბერს, ნიუ-იორკის ყველაზე მდიდრულ და ისტორიულ ქუჩაზე მდებარე მაღაზია ტიფანიში კაფე გაიხსნა.

კაფეში ფრანგული რეცეპტით მომზადებული კვერცხით, ნაღებიანი ვაფლებით და ჩაით ან ყავით საუზმობა, მანამ, სანამ ქალაქი გაიღვიძებს, 29 დოლარი დაგიჯდებათ, ლანჩი კი $39 ღირს - რომელშიც სხვა მენიუსთან ერთად ლობსტერის სალათი შედის.

ფოტო: Tiffany & Co.

ფოტო: Tiffany & Co.

ფოტო: Tiffany & Co.

მანჰეტენის მეხუთე ავენიუზე, ოდრი ჰეპბერნის გმირი, ჰოლი გოლაითლი ტაქსიდან გადმოდის და ტიფანის საიუველირო მაღაზიის წინ ყავასა და კრუასანს მიირთმევს - ასე იწყება 1961 წლის ფილმი, საუზმე ტიფანისთან, ჰენრი მანჩინის უკვდავი მუსიკის, Moon River-ის ფონზე. ამ კომპოზიციისთვის მანჩინიმ ოსკარი და გრემი მიიღო.