დისნეიმ განაცხადა, რომ ვარსკვლავური ომების ახალი ტრილოგიის შექმნას აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ უკვე გააფორმეს ხელშეკრულება რიან ჯონსონთან, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი სამი ფილმი უნდა შექმნას. ის ფილმ ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაის რეჟისორია.

დისნეი, ასევე, სტრიმინგ-სერვისისთვის ვარსკვლავური ომების სერიალის შექმნაზე მუშაობს, რომელიც 2019 წლის ბოლოს გამოვა.

უკანასკნელი ჯედაის გამოსვლის შემდეგ, მომავალ წელს ვიხილავთ ფილმს ჰან სოლოს შესახებ - სოლო: ვარსკვლავური ომების ისტორია. 2019 წელს კი დიდ ეკრანებზე ტრილოგიის ბოლო, მეცხრე ეპიზოდი გამოვა. მას მეშვიდე ეპიზოდის, ძალის გამოღვიძების რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი გადაიღებს.