კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტება სვანურ კოშკებს შორის მდებარე სახლზე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სვანურ კოშკებს შორის აშენებულ სახლზე ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის შენობის ამსახველი ფოტო ფეისბუკზე გავრცელდა.
სააგენტოს განმარტებით, პირი, რომელზეც შენობაა გაფორმებული გარდაცვლილია, ხოლო მისი მემკვიდრეების დადგენა და ამჟამად სახლში მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია არ შემდგარა:
"ბერკეტები იმისთვის, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლა დაგვეწყო არ არსებობდა."
სააგენტოში განმარტავენ, რომ გამოსავალი შენობის რეკონსტრუქციის დაგეგმვა, ანუ მისი ფასადის გადაკეთებაა და სამ შესაძლო ვარიანტს გამოყოფენ:
- ახალგამოკვეთილი მესაკუთრეების მიერ ვალდებულების აღება და შენობის გადაკეთების დაფინანსება;
- სახელმწიფოს ფინანსებით შენობის რეკონსტრუქცია;
- ინვესტორის მიერ შენობის რეკონსტრუქცია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ რეკონსტრუქციის პროექტი უახლოეს მომავალში არ განხორციელდება. მათივე თქმით, შენობების რეკონსტრუქცია იქნება გენერალური გეგმის ერთ-ერთი მიმართულება და დოკუმენტზე უკვე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.
მომხმარებელი, რომელმაც ფეისბუკზე აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა, ახალ პოსტში წერს, რომ სახლის მეპატრონის ნათესავები დაუკავშირდნენ:
"სახლი 2003 წლამდე აშენდა და მისი მეპატრონე ამერიკაში მცხოვრები კაცი იყო. შენობის დანიშნულება საოჯახო სასტუმრო არ ყოფილა - ტურიზმი იმ პერიოდში თითქმის არ არსებობდა. კაცი, რომელმაც შენობა ააშენა 2000-იან წლებში გარდაიცვალა და ოჯახი ახლა ცდილობს ფინანსების მოძიებას, რათა გარემოსთან შესაბამისი შენობა ააშენოს."
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები