ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო ახალ ფილმში ფლეიბოის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის როლს შეასრულებდა, რომელიც 27 სექტემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუმცა ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ლეტომ გადაღებაზე უარი თქვა, რადგან ფილმის რეჟისორი ბრეტ რატნერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯარედ ლეტოს წარმომადგენელმა, რობინ ბაუმმა დაადასტურა.

"მიუხედავად შეთავაზებისა, ლეტო ფილში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მას არასდროს ჰქონია საერთო ამ პროექტთან და არასდროს ითანამშრომლებს ბრეტ რატერთან", - ამბობს რობინ ბაუმი.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორი ბრეტ რატნერი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობებმა ოლივია მუნმა და ნატაშა ჰენსტრიჯმა დაადანაშაულეს.