ვაინშტაინიდან შაკირამდე - ცნობილი ადამიანების ოფშორული ინტერესები
ჰარვი ვაინშტაინი, შაკირა, მადონა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ნიკოლ კიდმანი - მათი სახელები სამოთხის დოკუმენტებში ფიგურირებს. ზოგიერთი მათგანი ახალბედაა, ზოგიერთი კი დიდი ხანია ოფშორში ქონებას ფლობს.
როგორიც არ უნდა იყოს მოტივი, არაფერია უკანონო იმაში, რომ ფული ოფშორში გადაიტანო და არც იმის მტკიცებაა შესაძლებელი, რომ რომელიმე ზევით ჩამოთვლილ ცნობილ ადამიანს რაიმე უკანონობის ჩადენა სურდა. მაგრამ ბოლო პერიოდში ინდუსტრიამ ევოლუცია განიცადა და გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, ამიტომაც ოფშორების მიმართ დამოკიდებულებაც მკვეთრად შეიცვალა. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მდიდარი ადამიანები ოფშორში ინვესტიციებს აბანდებენ დაბალი გადასახადებია.
ჰარვი ვაინშტაინი
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა, ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა ინვესტიცია ჩადო ბერმუდაში Scientia Health Group Ltd-ში, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს. კომპანიის წილები ვაინშტაინმა 2001 წელს მიიღო.
საკონტაქტო პირად მას მითითებული ჰყავს რიჩარდ კონიგსბერგი, რომელიც ვაინშტაინ კომპანის ერთ-ერთი რეჟისორია. ჯერ კიდევ უცნობია პროდიუსერმა გაყიდა თუ არა Scientia-ს წილი, სანამ ბიზნესიდან გამოვიდოდა. როგორც The Guardian წერს, ვაინშტაინს ამ კითხვაზე არ უპასუხია.
მადონა
გამჟღავნებულ დოკუმენტებში მადონას სახელი 31 დოკუმენტში ფიგურირებს. დოკუმენტებში ნახსენებია Ciccone, Madonna (ჩიკონე, მადონა). მადონას სრული სახელი და გვარია მადონა ლუიზა ჩიკონე. ის რომ, დოკუმენტებში მადონას სახელია ნახსენები იმითაც მყარდება მფლობელის მიერ მითითებული მისამართით: Provident Financial Management-ის მანჰეტენის ოფისი. ეს კომპანია კონცერტებისა და გამოსვლების ორგანიზებით არის დაკავებული და ხშირად პოპის დედოფალთანაც უთანამშრომლია.
დოკუმენტებში მითითებულია, რომ მადონა ბერმუდაში დაარსებული SafeGard Medical Ltd-ს ორი ათასი აქცია 1998 წელ შეიძინა. უცნობია გაყიდა თუ არა მადონამ აქციები მანამ, სანამ 2013 წელს კომპანია დაიშლებოდა. როგორც The Guardian წერს, ისინი მადონას წარმომადგენელსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
2015 წლის აგვისტოში მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა დააფუძნა კომპანია Delaware. სამოთხის დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ერთადერთ წევრად ტიმბერლეიკია დასახელებული, ხოლო მომღერლის ბუღალტერი მენეჯერად.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების მიზანი ბაჰამებზე უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვაა. უცნობია რატომ არის კომპანიის მუშაობის სქემა დაფარული და ამასთან დაკავშირებით მომღერალმაThe Guardian-ის კითხვებსაც არ უპასუხა.
ნიკოლ კიდმანი
მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა და მისმა ქმარმა კიტ ურბანმა ბაჰამის კუნძულებზე კომპანია 2015 წელს დაარსეს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ამით მათ საგადასახადო თანხების დაზოგვა სურდათ. ოფშორულ ზონაში მოქმედი საგადასახადო შეღავათების საშუალებით წყვილმა 23 ინვესტიციის დაახლოებით 23%-ი დაზოგა.
შაკირა
სამოთხის დოკუმენტებში კოლუმბიელი მომღერლის სახელი სრულად არის მითითებული. საცხოვრებელ ადგილად კი მითითებულია ბაჰამის კუნძულები, მაგრამ შაკირა ბარსელონაში ცხოვრობს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შაკირა არის კომპანია Tournesol Ltd-ს ერთადერთი აქციონერი. კომპანია მალტაში მდებარეობს და მისი კაპიტალი 3 მილიონი ევროა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მომღერალი ქონების დიდ ნაწილს ოფშორებში ფლობს.
მომღერლის ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანია ყველა კანონის დაცვით მუშაობს. კითხვაზე თუ რატომ არის საცხოვრებელ ადგილად ბაჰამის კუნძულებია მითითებული, ადვოკატმა თქვა, რომ შაკირას კარიერის განმავლობაში ბევრ ადგილას უცხოვრია და არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით კანონი არ დაურღვევია.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები