ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შენიშვნების შესახებ ესაუბრნენ. მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა შესაბამისი ცვლილებები ასახოს.

"[საპენსიო რეფორმის] რისკი არის ის, რომ ეს რეფორმა არ განხორციელდეს და ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს", - თქვა ფხაკაძემ.

მისი თქმით, საპენსიო ფონდის თანხების ძირითადი ნაწილი ინვესტიციის სახით საქართველოში ჩაიდება.

"დაგროვებითი პენსიის" შესახებ მთავრობის ეკონომიკრუმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ, 31 ოქტომბერს ისაუბრა. რეფორმა დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების შემოსავალს შეეხება, რომელთა ნაწილი ვალდებული იქნება, გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში გადარიცხოს.