ბრაზილიაში მცხოვრებმა კაზინავას ადგილობრივმა ტომმა საკუთარი კულტურის შემოსანახად და მსოფლიოსთვის გასაცნობად ვიდეო თამაში შექმნა.

ტომის წარმომადგენლებმა ანთროპოლოგებსა და გეიმ-დეველოპერებთან თანამშრომლობის შედეგად თამაში Huni Kuin: The Way of th Snake (ჰუნი კუინი: გველის გზა) შექმნეს.

თამაში Windows-ისა და Mac-ის პლატფორმებისთვისაა შექმნილი და კაზინავას ტომის მითებს, ტრადიციებსა და რიტუალებს ეყრდნობა. თამაშის ნარატივი კაზინავას ხალხის ენაზეა, რათა ისიც შემოინახონ.

თამაშის შექმნამდე ანთროპოლოგები 6 თვის განმავლობაში დეტალურად იკვლევდნენ ბრაზილიური ტომის კულტურას, ხოლო ტექნიკური დეველოპმენტი 3 წელი მიმდინარეობდა.