თბილისის სააპელაციო სასამართლომ ათამდე ოპოზიციური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა. პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც თბილისში მერისა და საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და საჭიროების შემთხვევაში ხმების გადათვლა იყო მოთხოვნილი.

საჩივრის ავტორები იყვნენ: საარჩევნო ბლოკი დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო, შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია, გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო, ეროვნული ფორუმი, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

დღესვე სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სააპელაციო საჩივარი განიხილა, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმეში პარტიის მესამე პირად არ ჩაბმის შესახებ.