დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელიზაბეტ მეორის ის უძრავი ქონებიდან მილიონობით ფუნტის ინვესტიციები ოფშორულ ზონაში, კაიმანის კუნძულებზე იდება.

სამოთხის დოკუმენტები (Paradise Papters) აჩვენებს, რომ დედოფალი ისეთ კომპანიებში დებს ინვესტიციებს, როგორებიცაა არალიცენზირებული ქსელი Threshers და მაღაზიათა ქსელი BrightHouse, რომელსაც ბრიტანეთში ათასობით ღარიბი ოჯახის ექსპლუატაციისთვის აკრიტიკებდნენ. წინა თვეში, 249 ათასი მომხმარებლისთვის, მას 14,8 მილიონი ფუნტის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

საჰერცოგო ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა BrightHouse-ში 12-წლიან ინვესტიციებზე და ამის შესახებ მხოლოდ Guardian-ის და სხვა მედია ორგანიზაციებისგან გაიგეს.

BrightHouse-მა თავისი გადასახადები ლუქსემბურგის ჰოლდინგ კომპანიისგა დიდი სესხის მეშვეობით შეამცირა. 2007-დან 2014 წლამდე, მას წლიური შემოსავალი 1,6 მილიარდი ფუნტი ჰქონდა, საიდანაც მოგება 191 მილიონი ფუნტი იყო. ამასთან, კომპანიამ გადასახადების სახით მხოლოდ 6 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

თავად BrightHouse აცხადებს, რომ იცავს ყველა საგადასახადო ვალდებულებას.

დედოფალს მოუწევს პასუხის გამცემა უხერხულ კითხვებზე, თუ რატომ ინახავს ფულს ოფშორში, საკმარისად კონტროლდება თუ არა მისი აღმატებულების ინვესტიციები და რამდენად უზრუნველყოფილია მისი ეთიკურობა.

დედოფლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფშორში ინვესტიციებისგან საგადასახადო შეღავათები არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის ფინანსების გამჭვირვალობის მომხრე აქტივისტები, სავარაუდოდ, ახალი მუხტით დაიწყებენ სამეფო ოჯახის ხარჯების კრიტიკას.

სამოთხის დოკუმენტები საგამოძიებო პრეოქტია, რომელზეც სულ 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა 67 ქვეყნიდან. 13,4 მილიონი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ოფშორული ზონების დამალულ იმპერიაზე. ფაილებში ფიგურირებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა Apple, Nike და Facebook, ისევე, როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები - ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ბონო და სხვა.