ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თიანეთში განმეორებითი ტური არ გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ცესკოში საოლქო კომისიის ის ოქმი გაასაჩივრა, რომლითაც მერად თამაზ მეჭიაური დასახელდა.
ლელა ქიტესაშვილმა On.ge-ს განუცხადა, ოთხ უბანში ჯამში ექვსი ბიულეტენია დაკარგული. საუბარია მეორე, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებზე. კანდიდატის თქმით, მასსა და მის კონკურენტს, თამაზ მეჭიაურს შორის განსხვავება ერთი ხმაა და დაკარგული ბიულეტენები გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. კანდიდატი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით (მუხლი 169, პუნქტი 2), მერის არჩევნებში გამარჯვებულმა პირმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. კანონით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
ცესკოს დღევანდელი მონაცემებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია. ის თავის კონკურენტს ერთი ხმით სჯობნის.
მანმდე ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაური კონკურენტ ლელა ქიტესაშვილს, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატი იყო, არჩევნებს ერთი ხმით უგებდა, თუმცა, საოლქო კომისიამ გაბათილებული ხუთი ბიულეტენი ვარგისად მიიჩნია. შედეგად, ლელა ქიტესაშვილს 3 081 ხმა მიაკუთვნა, მეჭიაურს კი - 3 077.
თამაზ მეჭიაური მიიჩნევდა, რომ საოლქოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, იგივეს იზიარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი აზრით, საოლქო კომისიას ბათილად ცნობილი ბიულეტენები ვარგისად არ უნდა მიეჩნია და არჩევნებში გამარჯვებულად მეჭიაური უნდა გამოცხადებულიყო.
თიანეთის მერის გასარკვევად მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელეს. ორივე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მეჭიაური ხდებოდა მერი.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები