თბილისის საკონცერტო დარბაზში რიგით მე-20 თბილისის ჯაზ-ფესტივალი ქართველი მუსიკოსების კონცერტით დაიხურა, რომლებმაც მსოფლიოში აღიარებულ ჯაზ-შემსრულებლებთან ერთად დაუკრეს.

პაპუნა შარიქაძის ტრიოს სპეციალური სტუმარი მსოფლიოში აღიარებული ბასისტი ედი გომესი იყო.

ქართველი შემსრულებელი ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტია. კარიერის განმავლობაში, პაპუნა შარიქაძეს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან - ტერი ლინ ქერინგტონი, ჯო ლოვანო, რალფ პიტერსონი, დანილო პერესი და სხვა.

"ედი გომესი მთელ მსოფლიოს იტევს თავის სიმებზე" - ასე შეაფასა ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალ Time-მა, მსოფლიოში აღიარებული ბასისტის, ედი გომესის შემოქმედება. იგი ორი გრემის ჯილდოს მფლობელია და უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია პოპულარობას არ კარგავს.

ამავე დღეს, ლეგენდარულმა სტენლი კლარკმა თავის ბენდთან ერთად დაუკრა, რომლის უცვლელი წევრია ბექა გოჩიაშვილი.

ჯაზმენი და ბასისტი, გრემის ჯილდოს 4 გზის მფლობელი სტენლი კლარკი, მსოფლიოს ცოცხალი ლეგენდაა. მუსიკოსს, 40-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს, ფაქტობრივად, ყველა მუსიკალური ჯილდო. 1975 წელს, ჟურნალმა Rolling Stones-მა, მას წლის საუკეთესო ჯაზმენის და ბასისტის ტიტული მიანიჭა. სტენლი კლარკი თავის ბენდთან ერთად, თბილისის ჯაზ-ფესტივალის სტუმარი, 2014 წელს, ერთხელ უკვე იყო.

ამერიკელი საქსაფონისტი, ჯო ლოვანო თავის კვარტეტთან ერთად 4 ნოემბერს წარსდგა მსმენელის წინაშე.

მან მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბერკლის სამუსიკო სასწავლების დასრულების შემდეგ, მუშაობა ვუდი ჰერმანის ორკესტრში გააგრძელა. 1985 წლიდან დღემდე, ლოვანოს რამდენიმე ათეული ალბომი აქვს გამოშვებული.

ჯო ლოვანო თავის კვარტეტთან ერთად თბილისის ივენთ ჰოლში. თბილისი, 4 ნოემბერი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ჯო ლოვანო თავის კვარტეტთან ერთად თბილისის ივენთ ჰოლში. თბილისი, 4 ნოემბერი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პაპუნა შარიქაძე

პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე ბასისტ ედი გომესთან ერთად თბილისის ივენთ ჰოლში. თბილისი, 5 ნოემბერი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ბასისტი ედი გომესი ივენთ ჰოლში. თბილისი, 5 ნოემბერი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სტენლი კლარკი და მისი ბენდი ივენთ ჰოლში. თბილისი, 5 ნოემბერი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სტენლი კლარკი

სტენლი კლარკი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პირველი ჯაზ-ფესტივალი თბილისში ჯერ კიდევ 1978 წელს გაიმართა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. რიგით მეორე ფესტივალს თბილისმა 1986 წელს, ხოლო მესამეს - 1989 წელს უმასპინძლა.