5 ნოემბერს, დუშეთში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა და ატაცში თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული მსოფილიო რეკორდი (2017 კგ) გააუმჯობესა და ატაცაში 220 კილოგრამი დაძლია.

ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდია და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.