საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპული საქართველოდან ოთო კახიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტში ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. დეპუტატი დაინტერსდა რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა ლარი პროგრამის შემდეგ უფრო გაუფასურდა.

კახიძემ გაიხსენა, რომ გასულ წელს ამავე პერიოდში ერთი დოლარი 2,41 ლარი ღირდა, ლარიზაციის დაწყების პერიოდისთვის 2,55 ლარი, დღეს კი - 2,62.

"ახლა არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე იყო მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყეთ", - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.

On.ge ცდილობს ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროდან კომენტარის მოძიებას.