საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ მინისტრმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ინდექსაცია გულისხმობს, რომ პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება რაიმე ინდექსზე, რომლის გაზრდასთან ერთად თანხა იზრდება და შემცირებასთან ერთად მცირდება.

"ძალიან მალე პარლამენტში შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.